Voices of Abkhazia: Gendered Perspectives
აფხაზეთის ხმები: გენდერული პერსპექტივები
(In English)
The Abkhazian war was 30 years ago, and many post-conflict settings are rarely analyzed with a gendered lens. When we fail to do this, we overlook entire populations of people—their perspectives, feelings, and opinions. Information about the Abkhazian war can easily be accessed on the internet and in books, however we cannot easily access the real-life stories from women who endured this conflict. This photo exhibition utilizes methodologies of photojournalism, interviews, and story-telling as a form of documentation of the war and post-conflict setting from women’s perspectives. It is through these various methodologies that we are able to document important aspects of conflict through women who experienced it. This photo exhibition is a platform for women to feel empowered in sharing their stories, as they hold agency over how they are represented, and their own narratives.
At this photo exhibition, you have the ability to hear each women’s story from the Abkhazian war, their current situations, and hopes for the future. We encourage you to use your phones to scan the QR codes, found at each portrait, in order to listen to each of the women’s stories. Each story is available in both English and Georgian. (In order for the QR codes to work, you must use Wi-Fi or your phone’s internet data).
In the middle of the room, there is an installation that includes the women’s thoughts and perspectives from interviews. We encourage you to walk through and read these statements. They are available in both English and Georgian for you to read. (Please do not touch or pull on the installation).
We invite you to connect, feel, and reflect at this photo exhibition, and we hope you enjoy.
Translations (from English to Georgian) by the amazing Sophia Kvaratskelia.
(ქართულად)
აფხაზეთის ომი 30 წლის წინ იყო, თუმცა პოსტკონფლიქტური მოცემულობა იშვიათად არის გაანალიზებული გენდერული პერსპექტივიდან. როცა ეს ასე არ ხდება, ჩვენ უგულვებელყოფთ ადამიანთა დიდ ნაწილს - მათ პერსპექტივებს, გრძნობებსა და მოსაზრებებს. აფხაზეთის ომის შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტსა და წიგნებში, თუმცა რთულია მოვიძიოთ იმ ქალთა რეალური ისტორიები, რომლებმაც ეს კონფლიქტი გადაიტანეს. ეს ფოტო გამოფენა იყენებს ფოტოჟურნალისტიკის, ინტერვიუებისა და ისტორიების თხრობის მეთოდოლოგიას, როგორც ომისა და პოსტკონფლიქტური გარემოს დოკუმენტაციის ფორმას ქალების პერსპექტივიდან. ასეთი მეთოდოლოგიის დახმარებით ვახერხებთ კონფლიქტის მნიშვნელოვანი ასპექტების დოკუმენტირებას იმ ქალების მეშვეობით, რომლებმაც ეს ყველაფერი განიცადეს. მოცემული ფოტო გამოფენა არის პლატფორმა ქალებისთვის, რომელიც მათ სთავაზობს საშუალებას თავად ისაუბრონ განცდილი გამოცდილების შესახებ და ჰქონდეთ იმის განსაზღვრის საშუალება თუ როგორ სურთ წარმოჩნდეს მათი ისტორიები და გამოცდილება სხვების წინაშე.
ამ ფოტოგამოფენაზე თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მოისმინოთ ქალთა ისტორიები აფხაზეთის ომიდან, მათი დღევანდელი მოცემულობა და მომავლის იმედები. ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ თქვენი ტელეფონი QR კოდების
სკანირებისთვის, რომელსაც თითოეულ პორტრეტზე იხილავთ. ამგვარად, თქვენ შეძლებთ მოუსმინოთ თითოეული ქალის ისტორიას. თითოეული ამბავი ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე. (იმისათვის, რომ QR კოდებით სარგებლობა შეძლოთ, უნდა გამოიყენოთ Wi-Fi ან თქვენი ტელეფონის ინტერნეტ მონაცემები).
საგამოფენო დარბაზის ცენტრალურ სივრცეში თქვენ იხილავთ ინსტალაციას, რომელიც წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტი ქალების აზრებსა და პერსპექტივებს ინტერვიუებიდან. ჩვენ გირჩევთ, გაეცნოთ ამ ისტორიებს. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე. (გთხოვთ, არ შეეხოთ).
ჩვენ გვსურს გაეცნოთ მოცემულ ფოტო მასალას და იფიქროთ გადმოცემულ შინაარსზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი თქვენთვის საინტერესო და სასიამოვნო იქნება.
თარგმანი შესრულებულია (ინგლისურიდან ქართულად) საოცარი სოფია კვარაცხელიას მიერ.
About the Photographer & Researcher (In English):
Kathryn Nino Lamana, the Photographer and Researcher from the United States, has been studying her Masters in International Peace, Conflict, and Development in Spain. She also has a Bachelor’s degree in Photography. She has combined both her skills in Photography, with her new skills from the Master’s program, in order to create this photo exhibition for IDP (Internally Displaced Persons) women in Zugdidi; which is her Final Masters Dissertation Project.
She is very grateful to have met every woman whom participated in this project, and considers them friends. She thanks them for their openness to share their stories. She feels as if their stories have helped her to connect in new ways. She cannot express how much working with these women has truly inspired her.
ფოტოგრაფისა და მკვლევარის შესახებ (ქართულად):
ქეტრინ ნინო ლამანა, ფოტოგრაფი და მკვლევარია ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ის ამჟამად ესპანეთში საერთაშორისო მშვიდობის, კონფლიქტისა და განვითარების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ფოტოგრაფიაში. ფოტოგრაფიისა და საუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამის შინაარსისა და უნარების სინთეზით მან შეძლო, შეექმნა ეს ფოტოგამოფენა ზუგდიდში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ქალებისთვის; წარმოდგენილი ფოტო გამოფენა მისი სამაგისტრო საფეხურის დისერტაციის პროექტია.
ის ძალიან მადლიერია, რომ გაიცნო ყველა ქალი, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და თითოეულ მათგანს ახალ მეგობრად მიიჩნევს. იგი მადლობას უხდის თითოეულ რესპონდენტს მზაობისთვის პერსონალური ისტორიების გასაზიარებლად. ის მიიჩნევს, რომ შესწავლილი პერსონალური ისტორიები მას მოვლენების უკეთ აღქმასა და გაგებაში ეხმარება.რესპონდენტებთან მუშაობა მისთვის შთამაგონებელი პროცესი აღმოჩნდა.